რაჭა

რაჭა–საქართველოს ულამაზესი კუთხე

Monday, August 1, 2011

ირინა ნემსიწვერიძე

პროექტის სახელწოდება: რაჭა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: რაჭისა და მისი კულტურულ-ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები უფრო მეტს გაიგებენ რაჭის შესახებ,მოაწყობენ ექსკურსიებს, დახატავენ, გადაიღებენ ფოტოებს, გააკეთებენ გამოფენებს, აიღებენ ინტერვიუებს.
პროექტის მიზნები:  ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, რათა ფართო საზოგადოებამ  უფრო მეტი გაიგოს რაჭის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე. სექტემბერი-იანვარი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: სურათები, ფოტო გამოფენა, გააკეთებენ საკუთარი ნახატების გამოფენას, შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რაჭისა და მისი კულტურული ძეგლების, სამკურნალო კურორტების, ტრადიციების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ფოტომასალის გადაღება და გამოფენის მოწყობა, ინტერვიუების აღება, ისტორიული წყაროების მოძიება.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან რაჭის ისტორიას. მოიპოვებენ ამ ულამაზესი კუთხის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს. მოაწყობენ ექსკურსიებს და ნახავენ რაჭის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, კურორტებს, მჟავე წყლებს, ვაზის უნიკალურ ჯიშებს და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ღვინის ქარხნებში.გადაიღებენ ფოტოსურათებს, შექმნიან ნახატებს, ჩანაწერებს, რუკას. აიღებენ ინტერვიუს კუთხის უხუცესებისაგან.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში,გეოგრაფიაში, ხატვაში. განუვითარდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში(ინტერნეტი, ვებ-გვერდი, პრეზენტაცია).
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირინა ნემსიწვერიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irinanemsizveridze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:irinanemsizveridze.blogspot.com

No comments:

Post a Comment